აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 2010 წელს საპრივატიზაციო ობიეტებიდან 15 მილიონ ლარს ელოდება. გასულ წელს
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 213 ობიექტი გაყიდა. მათ შორის 109 აუქციონით, 10 პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ხოლო 11 პირობიანი აუქციონის წესით გაიყიდა. 2009 წელს პრივატიზებიდან შემოსულმა თანხამ 9 მილიონ 232 ათასი ლარი შეადგინა, მთლიანად კაპიტალური შემოსავლების თანხამ კი 15 მთელი 7 მეათედი მილიონი ლარი, მაშინ როცა კაპიტალური შემოსავლების გეგმა გასულ წელს 17 მილიონი იყო. აღნიშნულს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ეკონომიკური კრიზისით ხსნიან. თუმცა წელს გასულ წელთან შედარებით უკეთეს საპრივატიზაციაციო გარემოს ელიან.
წელს გასაყიდ ობიექტებს შორის 43 ახალი ობიექტია. მათ შორისაა მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ფოსტისა და აფთიაქის შენობებიც. რა ფორმით მოხდება საპრივატიზაციო ნუსხაში არსებული ობიექტების პრივატიზება ჯერჯერობით უცნობია.