ქარელის რაიონის სოფელ დვანში 13 წლის მოზარდი ყუმბარაზე აფეთქდა.
ალექსანდრე მახაჭაშვილმა საბროძოლო საშულება სასაფლაოზე იპოვა და მისთვის უცხო ნივთის სახლში დათვალიერება გადაწყვიტა. ყუმბარაც სწორედ ამ დროს აფეთქდა.
13 წლის ალექსანდრე მახაჭაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება. ექიმები დაშავებულისთვის ხელის მტევნის შენარჩუნებას ცდილობენ.
ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.