ტელეკომპანია "ალჯაზირამ" დღეს, საერთაშორისო ტერირისტული ქსელის "ალ-ქაიდას" ლიდერის უსამა ბენ ლადენის საუბრის კიდევ ერთი ჩანაწერი გაავრცელა.
ჩანაწერში ბენ ლადენი გასული წლის ბოლოს ამერიკულ თვითმფრინავზე არშემდგარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობას თავად იღებს.
შეგახსენებთ, რომ 25 დეკემბერს ავიაკომპანია "NOღთHჭშთ"-ის თვითმფრინავზე, რომელიც ამსტერდამიდან დეტროიტში მიფრინავდა, 23 წლის ნიგერიელმა უმარ ფარუკ აბდულ მუტაბალმა ლაინერის აფეთქება სცადა.
არსებული ინფორმაციით, მან მომზადება იემენში გაიარა. ნიგერიელი შეეცადა თვითმფრინავის დაჯდომამდე ერთი საათით ადრე მოქმედებაში მოეყვანა ასაფეთქებელი ნივთიერება, თუმცა ლაინერის მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების მეშვეობით მისი გაუვნებელყოფა მოხერხდა.