გლეხებს ცოფისა და ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასოდ დაურიგდებათ. 10 ათასი დოზა ცოფისა და 5 ათასი დოზა ჯილეხის ვაქცინა ვეტერინარულმა კომპანიამ შეიძინა და ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჩუქრად გადასცა.
თავის მხრივ, უწყება საჭიროების შემთხვევაში პრეპარატებს გლეხებს ასევე უფასოდ დაურიგებს.
სიახლე დღეს სამინისტროში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა გაახმოვანა.
"ვაქცინა გამოყენებული იქნება საქართველოს რეგიონებში შინაური ცხოველების ასაცრელად", - განმარტა კვეზერელმა.