პარლამენტში დედაქალაქის ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი მივიდა.
ახვლედიანი ანტიკრიზისული საბჭოს სხდომას ესწრება, რომელზეც ერთ-ერთ საკითხად სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლების თაობაზე დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას ინიციატივას განიხილავენ. ახვლედიანი სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრებს და განმარტავს, თუ რამდენადააა შესაძლებელი 2010 წლის ბიუჯეტში მსგავსი შეღავათების განხორციელება.
აღსანიშნავია, რომ ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებიც დაიბარეს. დეპუტატები მათ პასუხს დევნილთათვის დახმარების გაცემის შესახებ მოსთხოვენ.
პარლამენტი დაზარალებული მოსახლეობისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენას ითხოვს.