ხვალ, 25 იანვარს, საქართველოს აშშ-ის კონგრესის ყოფილი წევრები ეწვევიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში ყოფილი კონგრესმენები შეხვედრებს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში გამართავენ. კერძოდ, ხვალ დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის ვიცე-სპიკერ რუსუდან კერვალიშვილთან, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილთან, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე ზაზა გელაშვილთან, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებთან.
ყოფილი კონგრესმენები თბილისს 27 იანვარს დატოვებენ.