მაშველებმა 24 წლის მამაკაცი მაღაზიის შენობის ნანგრევებიდან უვნებელი ამოიყვანეს. დაზარალებულის განცხადებით, ნანგრევების ქვეშ მას საჭმლისთვის ხელი მიუწვდებოდა.
შეგახსენებთ, რომ ჰაიტიზე სამაშველო სამუშაოები ოფიციალურად შეწყდა. ამის შესახებ განცხადება გაერომ პარასკევს გააკეთა. რამდენიმე ქვეყნის მაშველებმა სტიქიის შედეგად განადგურებული ქვეყანა უკვე დატოვეს.
სულ მაშველებმა 150-მდე ადამიანის გადარჩენა შესძლეს.
შეგახსენებთ, რომ ჰაიტიზე დამანგრეველი მიწისძვრა 12 იანვარს მოხდა. დაუზიანებელი ქვეყნის არც ერთი ქალაქი არ დარჩენილა. დაღუპულთა რაოდენობა 200 ათასს აღემატება.