საფრანგეთის ქალაქ ბორდოსა და ესპანეთის ქალაქ მადრიდის მახლობლად გაჩენილ ტყის ხანძრებს ებრძვიან. იუწყება CNN.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მძიმე ვითარებას ებრძვის.
"160 000 ჰექტარზე მეტი უკვე დაიწვა და სეზონი ჯერ კიდევ შორს არის დასასრულისგან“, - აღნიშნა მაკრონმა ჟირონდაში, ბორდოს სახანძრო-სამაშველო ოპერაციების ცენტრში ვიზიტისას.
CNN საფრანგეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბუშ-დიუ-რონის რეგიონში, ტყის ხანძრის ჩაქრობის მისიაში მონაწილეობისას მოხალისე მეხანძრე გარდაიცვალა.
ქვეყანაში ხანძრის ლოკალიზებაში Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენებია ჩართული.
„ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ტყის ხანძრები „კლიმატური საგანგებო მდგომარეობის ყველაზე მტკივნეული გამოვლინებაა“.
ესპანეთის აღმოსავლეთით, კასტელიონის პროვინციაში მდებარე ვალ-დ’უიქსოში მეხანძრეები დამატებით საფრთხეებს აწყდებიან, რადგან ტერიტორიაზე ჯერ კიდევ შემორჩენილია აუფეთქებელი საბრძოლო მასალა. ამის შესახებ ვალენსიის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა ჩევი ბოლუმარმა განაცხადა.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტყის ხანძრების გამო სულ მცირე 63 152 ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები ესპანეთის რეგიონებში - მადრიდში, ტოლედოსა და ავილაში.