უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.
„უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვარ. გრაფიკში დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ ტრამპთან, მის გუნდთან და მათთან, ვისაც ჩვენი თავდაცვის მხარდაჭერა შეუძლია. ნომერ პირველი პრიორიტეტი არის ანტისარაკეტო თავდაცვა და ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობა. მშვიდობა უფრო უნდა მოახლოვდეს,“ - წერს ზელენსკი.
ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა თეთრ სახლში, თბილისის დროით 17:30 საათზეა დაგეგმილი. უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართება.