დღეს სოფლის მეურნეობის მინიტრმა ბაკურ კვეზერელმა თელეთის მეცხოველეობის ფერმა მოინახულა. როგორც ბაკურ კვეზერელმა განმარტა, ქვეყანაში მეღორეობის განვითარება მნიშვნელოვანია და ამ სფეროს სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს და წაახალისებს.
"რამოდენიმე წლის უკან საქართთველოში დაავადება გავრცელდა, რამაც ქვეყანაში მეღორეობის განვითარებას შეუშალა ხელი. ჩვენი პრიორიტეტია, რომ საქართვეოლოში ზოგადად მეცოხველეობის დარგი განვითარდეს და თუ პროდუქციის წარმოება ადგილზე მოხდება, იმპორტი საგრძნობლად შემცირდება"- განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა.
თელეთის სანაშენე ფერმაში დღეისათვის 900-მდე სული წვრილფეხა პირუტყვია, თუმცა სამომავლოდ მენეჯმენტი სულადობის ზრდას გეგმავს