დღეს ცხინვალში მყოფმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მუშაობის განახლება.
აღსანიშნავია, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრები ე. წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ოსი სეპარატისტების ბრალეულობით შეწყდა.
მორელი აცხადებს, რომ გამოცდილება აჩვენებს, რომ პირდაპირი კონტაქტები მაინც უმჯობესია და პირდაპირი დიალოგის მეშვეობით ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გადაწყდეს ყველა პრობლემა.
"ჩავინიშნეთ ყველა ის უთანხმოება, რომელიც ამჯამად ჩვენ შორის არსებობს. არის მედვედევისა და სარკოზის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების სხვადასხვა ინტერპრეტირება და ამაზე მუშაობას გავაგრძელებთ. კონკრეტული ნაბიჯები კი აუცილებლად გადასადგმელია. ძალიან მნიშვნელოვანია იმ მექანიზმების მუშაობის აღდგენა, რომელიც უკვე ორი თვეა არ მუშაობს", _ განაცხადა პიერ მორელმა ცხინვალში.