ადვოკატი ქეთი ბექაური ცოტნე გამსახურდიას სამოქალაქო ტიპის კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.
როგორც ბექაურმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ვაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
"ცოტნე გამსახურდია არის უკანონო პატიმარი, მან პროტესტის სხვა ფორმა ვერ შეარჩია, ამიტომაც მიმართა უკიდურეს ფორმას, შიმშილობას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ვითხოვთ მის გადაყვანას სამოქალაქო ტიპის კლინიკაში, სადაც მოხდება მისი დინამიკაში დაკვირვება და ჩაუტარდება აუცილებელი მკურნალობა", - განაცხადა ბექაურმა.