უკრაინის ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ვლადიმერ გრიშჩენკო ბი-ბი-სის მიერ ჩატარებული გამოძიების საფუძველზე სამსახურიდან გაათავისუფლეს.
გრიშჩენკო ლონდონის ოლიმპიადის ბილეთებს რამდენიმე ათას ფუნტ სტერლინგად ყიდდა.
უკრაინის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის, მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონის, სერგეი ბუბკას განცხადებით, მან დაურეკა გრიშჩენკოს და განუცხადა, რომ იგი თანამდებობიდან გათავისუფლებულია.
ბუბკამ აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი კომისია დაიწყებს გრიშჩენკოს საქმიანობის გამოძიებას, რომელიც ოლიპიური კომიტეტის გენერალური მდივნის პოსტს 1997 წლიდან იკავებს.
შეგახსენებთ, რომ ბი-ბი-სიმ ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, რომლის მიზანი თანამდებობის და უფლებამოსილი პირების მიერ ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბილეთებით სპეკულაციის ფაქტების გამოვლეანა იყო გაარკვია, რომ გრიშჩენკო ბილეთებს უკანონოდ ყიდდა.
ბი-ბი-სის კორესპონდენტს გერაშჩენკომ 100 ბილეთი ნაღდ ფულად, რამდენიმე ათას ფუნტ სტერლინგად შესთავაზა.