ანაკლიაში დასრულდა საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 69-ე ჩემპიონატი, რომელშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა და პირველად მოიპოვა ქვეყნის უძლიერესი ქალი მოჭადრაკის ტიტული საერთაშორისო დიდოსტატმა, საქათველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა ბელა ხოტენაშვილმა. მან 11 ტურში 8.0 ქულა მოაგროვა. მეორე ადგილზე გავიდა მერი არაბიძე, რომელიც ბელა ხოტენაშვილს 1 ქულით ჩამორჩა. მესამე ადგილი დაიკავა ნინო ბაციაშვილმა.
აღნიშნულმა სამეულმა საქართველოს ქალთა 70-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ბელა ხოტენაშვილს კი სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატის (ქ. ბათუმი, 30.05/06.06-2012წ.) საგზურიც ერგო. ბელა ხოტენაშვილი და მერი არაბიძე 2013 წლის ევროპის ქალთა ჩემპიონატისთვის დაფინანსდებიან და ბაციაშვილთან ერთად სტიპენდიაზედაც იქნებიან წარდგენილნი.
ბელა ხოტენაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის დეპარტამენტის მაგისტრანტია.