22 იანვარს, 14:00 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე თელავის საფეხბურთო სკოლას ეწვევიან. სფფ-ს ხელმძღვანელობა თელავის საფეხბურთო სკოლას უახლეს, უმაღლესი ხარისხის, ევროპული დონის საფეხბურთო ინვენტარს საჩუქრად გადასცემს.
სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასაჩუქრე კომპლექტში სხვადასხვა ზომის ბარიერები, დაფები, "ფიშკები", "საფეხბურთო კიბეები", "მედიცინ-ბოლები", მოედნის დასახაზი აპარატები, "მოძრავი კედლები" და ბურთები შედის.
თელავის საფეხბურთო სკოლას 25 წლიანი ისტორია აქვს; მასში 200-მდე ბავშვი ვარჯიშობს, რომელთა ასაკი7 წლიდან 18 წლამდე მერყეობს.
უკანასკნელი 20 წლის მანძილზე სკოლამ, მხოლოდ ერთხელ, 2002 წელს Fუნ Fოოტბალლ -ის პროგრამის ეგიდით მიიღო საფეხბურთო ინვენტარის მცირე ნაწილი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოყოფილი საფეხბურთო ინვენტარი, კი მართლაც უპრეცენდენტო დახმარებაა თელავის საფეხბურზთო სკოლისათვის.
თელავის საფეხბურთო სკოლას სფფ-ს ხელმძღვანელობასთან ერთად რაიონული მუნიციპალიტეტის გამგებელი ვასილ დავითაშვილი და კახეთის ფეხბურთის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა როსტომაშვილიც ეწვევიან.