" Caucasus Online" გენერალური დირექტორი მამია სანადირაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას კომპანიაში საკუთარი წილის დათმობის შესახებ. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას მამაი სანადირაძემ განმარტა " Caucasus Online "-ში საკუთარი წილის დათმობას ამ ეტაპზე არ აპირებს.
" Caucasus Online"-ში განმარტავენ, რომ " Caucasus Online "-ი ინტერნეტბაზარზე ერთ-ერთი მზარდი კომპანიის და " Caucasus Online "-ით ინვესტორები ყოველთვის ინტერესდებოდნენ, თუმცა ამ ეტაპზე კომპანიაში რაიმე წილის დათმობაზე მოლაპარაკებები არ წარმოებს.
დღეისათვის მამია სანადირაძე " Caucasus Online"-ში აქცათა 75 %-ს ფლობს, ხოლო დანარჩენი 25 %-ის მფლობელი ბრიტანელი ინვესტორი და EBRD-ია
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტპროვაიდერი 2006 წელს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მომხმარებლის მრავალფეროვან მოთხოვნილებათა სრულფასოვნად დაკმაყოფილების მიზნით, სამი კომპანიის Caucasus Network-ის, Sanet-ისა და Georgian Online გაერთიანებით შეიქმნა.
სამი წამყვანი პროვაიდერის გაერთიანების შემდეგ, კომპანიის სახელწოდება - „ Online" - სოციოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით და მენეჯმენტის ერთიანი გადაწყვეტილებით შეირჩა.