დღეს, 21 იანვარს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N3, სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
სებ-ის ინფორმაციით, ფასიანი ქაღალდები ოთხმა კომერციულმა ბანკმა შეიძინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 3.09%-ით, მაქსიმალური 4.67%-ით ხოლო საშუალო შეწონილი 4.29%-ით განისაზღვრა