უკრაინის პირველი პირისა და პრეზიდენტობის კანდიდატის ვიქტორ იუშჩენკოს შეფასებით, საპრეზიდენტი არჩევნების პირველი ტური დემოკრატიულად ჩატარდა.
"თუმცა არ ვაპირებ მეორე ტურში მხარი დავუჭირო რომელიმე კანდიდატს. ხალხს სათანადო არჩევანი არ ჰქონია და მთავარი კონკურენტი კანდიდატები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან", - მიაჩნია იუშჩენკოს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 17 იანვარს ჩატარდა. იუშჩენკომ მხოლოდ მეხუთე ადგილის მოპოვება შეძლო.
ამომრეველთა ყველაზე მეტი ხმები "რეგიონების პარტიის" ლიდერმა ვიქტორ იანუკოვიჩმა და პრემიერ-მინისტრმა, იულია ტიმოშჩენკომ, დააგროვეს. სწორედ ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 7 თებერვალს გაიმართება.