გაზსაცავის წინასაპროექტო სამუშაოები 12 თვეში დასრულდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია "რამბოლი" განახორციელებს.
"ათასწლეულის ფონდმა კომპანია "რამბოლთან" ხელშეკრულება უკვე გააფორმა, რაც მიწისქვეშა გაზსაცავის წინასამშენებლო ტექნიკურ-ეკონომუკური პროექტის მომზადებას მოიცავს. ხელშეკრულების თანახმად ტექნიკურ-ეკონომიკური პროექტი 12 თვეში უნდა მომზადდეს. თუ ვინ დააფინანსებს შემდგომ გაზსაცავის მშენებლობას ეს მომავლის საქმეა და გადაწყვეტუილებას ამის შესახებ სახელმწიფო მიიღებს", _ განაცხადა საქართველოს ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბდუშელიშვილმა.
წინასაპროექტო სამუშაოებისათვის 3,4 მლნ დოლარი დაიხარჯება. გაზსაცავი სავარაუდოდ ნინოწმინდის ტერიტორიაზე განთავსდება და მისი მშენებლობა, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემდგომ 3 წელიწადში დასრულდება.
"გაზსაცავის მშენებლობა პროექტი არის უმნიშვნელოვანესი პროექტი ქვეყნის ენერგოსექტორის შემდგომი განვითარებისათვის. მშენებლობის დასრულების შემდგომ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება რეგიონის მაშტაბით ყველაზე მარალი იქნება, რითაც საქართველო სატრანზიტო პროექტებში საიმედო პარტნიორი გახდება", _ განმარტა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ჯანჯღავამ.
შეგახსენებთ, რომ მიწისქვეშა გაზსაცავის წინა-სამშენებლო დაპროექტების სამუშაოების განხორციელებაზე კონტრაქტი კომპანია ,,ღამბოლლ Oილ & Gას "-თან ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2009 წლის 29 დეკემბერს გააფორმა. დაახლოებით 3,4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება მიწისქვეშა გაზსაცავის წინა-სამშენებლო დაპროექტების სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებს, რომლებიც მოიცავს საქართველოში გაზსაცავის მშენებლობისთვის საჭირო სრულმაშტაბიან ტექნიკურ, გეოლოგიურ, გარემოსდაცვით, ეკონომიკურ, ფინანსურ, საკანონმდებლო და სხვა შესაბამისი საკითხების კომპლექსურ ანალიზსა და შესწავლას. აღნიშნული სამუშაოები 12 თვეს გასტანს.
კორპორაცია გაზსაცავის წინა-სამშენებლო დაპროექტების სამუშაოების მართვასა და ზედამხედველობას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია განახორციელებს.