2010 წლის საზღვაო სეზონის დაწყებამდე ახალ პროდუქტების შექმნაზე მიდის მუშაობა. საზღვაო სეზონზე აჭარაში ჩასულ ტურისტს წყალქვეშ გასეირნების საშუალებაც მიეცემა, რისთვისაც ტურიზმის დეპარტამენტი წყალქვეშა ცურვის Fფედერაციასთან ერთობლივი პროექტის განხორციელწებას გეგმავს.
პროექტის თანახმად, შავ ზღვაში სარფი-კვარიათის აიკვატორიაში დაივინგის ცენტრი გაიხსნება, თუმცა მანამდე ზღვაში გემი ჩაიძირება და ხელოვნური კუნძულები, რიფები და პირამიდები აშენდება, რათა წყალქვეშ ჩასულ ტურისტს ლამაზი სანახაობა დახვდეს და წყლის ქვეშ გატარებული წუთები არასოდეს დაავიწყდეს.
იმავდროულად "შეიქმნება" სპეციალური ლეგენდა, რომელიც როგორც ქართველ ასევე უცხოელ ტურისტს მოიზიდავს და დაივინგით დაინტერესდება.
"წყალქვეშა ცურვის ფედერაციამ შავი ზღვის მთლიანი აკვატორია შეისწავლა, რათა გამოევლინა ის ადგილები, სადაც სამომავლოდ დაივინგის განვითარება იქნებოდა შესაძლებელი. კვლევის მიხედვით გამოვარკვიეთ, რომ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი დაივინგის განვითარებისათვის სარფი-კვარიათის მონაკვეთია, რადგანაც სხვა ადგილებში ზღვა ფაქტობრივად მკვდარია რადგან ზღვაში წყალმცენარეები ფაქტობრივად აღარ არის"- განაცხადა წყალქვეშა ცურვის ფედერაციის დაფუძნებელმა დავით გოცაძემ.
დაივინგის ცენტრის შექმნამდე ტურიზმის დეპარტამენტი და წყალქვეშა ცურვის ფედარაცია ჩასაძირი გემის მოძიებაზე მუშაობს. ამ დროისათვის ორი ვარიანტი განიხილება, ერთია კერძო საკუთრებაში მყოფი გემი, რომელიც ბათუმის პორტში დგას და მის დათმობას მეპატრონე 30 ათასი დოლარის სანაცვლოდ გეგმავს, მეორე ვარიანტია _ ფოთის პორტში მდგარი "მაკაგონის გემი", რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა და აგვისტოს ომის დროს დაზიანდა.
თუმცა პროექტის განსახორციელებლად და ფინანსების მოსაზიდად წყალქვეშა ცურვის ფედერაცია მოლაპაარკებებს ევრაზიის ფონდთან აწარმოებს და პროექტის დამტკიცების შემთხვევაში მიღებული ფულით გემისა და წყალქვეშა დეკორაციების შეძენა მოხდება.
დეკორაციების დამზადებაზე მოლაპარაკებები ხელვაჩაურის ბეტონის მწარმოებელ საწარმოსთანაც წარმოებს.
დაივინგის ცენტრის შესაქმნელად მნიშვნელოვანია ასევე წყალქვეშა ინსტრუქტორების მომზადება.
როგორც წყალქვეშა ცურვის ფედარაციის დამფუძნებელი დავით გოცაძე განმარტავს, ფედერაციაში 12 ინსტრუქტორია, თუმცა აჭარაში დაივინგის განვითარების შემდეგ დამატებითი ინსტრუქტორების მომზადება გახდება საჭირო.
"აჭარაში დაივინგის განვითარება მნიშვნელოვანია, რათა შექიმნას ახალი პროდუქტები, რაც აჭარის ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის და ტურისტებს დააინტერესებს. პროექტის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება ასევე ჭავჭავაძის უნივერისტეტი, რომელიც წყლის წვეშ სამეცნიერო სამუშაოების ჩატაარებასაც აპირებს", _ განმარტავს დავით გოცაძე.
მსოფლიოში დაივინგი საკმაოდ პოპულარული და ძვირი ტურისტული პროდუქტია. დღეისათვის აჭარის ტერიტორიაზე აკვალანგით ჩასვლის სერვისი მუშაობს, თუმცა მას სისტემატიური ხასიათი არ აქვს. 7-დან 15 მეტრამდე წყალქვეშ ჩასვლა 20 წუთის განმავლობაში 70 ლარი ღირს. დაივინგის ცენტრი პირველი ეტაპისათვის ძირითადად დამწყებ აკვალანგისტებს მოემსახურება.