საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში 1:0 დაამარცხა ისლანდია და ნახევარფინალში გავიდა გერმანიასთან ერთად, რომელმაც პარალელურ შეხვედრაში 3:0 მოუგო საფრანგეთს და ამით საქართველოს გაუხსნა გზა შემდეგი ეტაპისკენ.
ისლანდიასთან შეხვედრაში ვასილ მაისურაძის გუნდი შესამჩნევ უპირატესობას ფლობდა და რამდენჯერმე შორეული დარტყმებით ეცადა გოლის გატანას, თუმც შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის დასრულებამდე ათიოდ წუთით ადრე გავიდა.
შეცვლაზე შესულმა დავით დარციმელიამ ფკანგიდან ჩაწოდებულ გამჭოლ პასს ფეხი დაუხვედრა და ორივე გუნდისთვის გადამწყვეტი გოლი გაიტანა - საქართველო ნახევარფინალში გაიყვანა, ხოლო ისლანდია ჯგუფში ჩატოვა.
ნახევარფინალში, რომელიც 13 მაისს გაიმართება, ქართველი 17-წლამდელები ჰოლანდიელებს შეხვდებიან, რომელთაც სამი თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგეს და ორი ფრედ დაასრულეს. ჩვენი ჯგუფის პირველადგილოსანი გერმანია კი მეორე ნახევარფინალში პოლონეთს შეუწყვილდა.