2009 წელს ევროგაერთიანების ქვეყნებში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 63,6 მილიონი დოლარი შეადგინა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აგროსასურსათო პროდუქციის საექსპორტო ქვეყნებიდან ლიდერ პოზიციაზე გერმენია გავიდა, სადაც საქართველოდან 14,1 მილიონი დოლარის პროდუქცია გადაიზიდა. ეს კი საერთო ექსპორტის 22,1 პროცენტია.
მნიშვნელოვანი აგროსასურსათო პროდუქტების გადაზიდვა მოხდა იტალიაში. 2009 წლის მონაცემებით, იტალიაში 7,7 მილიონი დოლარის პროდუქციაა ექსპორტირებული, ხოლო ესპანეთში გასულ წელს 6,4 მილიონი დოლარის სასურსათო პროდუქცია გადაიზიდა.