2009 წელს საზღვარგარეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ხორბალი და მილისინი შემოვიდა. სტატისტიკის თანახმად, 2009 წელს ქვეყანაში 103,6 მილიონი დოლარის ხორბალი და მილისინია იმპორტირებული, რაც მთლიანი იმპორტის 14 პროცენტია.
მნიშვნელოვან საიმპორტო სასაქონლო პოზიციაზე აღმოჩნდა თამბაქო და თამბაქოს ნედლეული. სტატისტიკის თანახმად, 2009 წელს საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნიდან 79,3 მილიონი დოლარის თამბაქო და თამბაქოს ნედლეულია შემოტანილი, რაც საერთო იმპორტის 10,1 პროცენტია. საიმპორტო პროდუქციის კუთხით ლიდერ პოზიციაზე ლერწმისა და შაქრის ჭარხალი აღმოჩნდა, რომელიც შემდგომ ადგილზე გადამუშავდა და შაქრის სახით გაიყიდა. 2009 წელს ქვეყანაში 50 მილიონი დოლარის ლერწმისა და შაქრის ჭარხალია იმპორტირებული, რაც საერთო იმპორტის 6,8 პროცენტია. 2009 წელს ქვეყანაში 29,1 მილიონი დოლარის მცენარეული ზეთის იმპორტი მოხდა, რაც საერთო იმპორტის 3,9 პროცენტია.