2008 წელს საზღვარგარეთ 12 მლნ. 192 ათას 475 ბოთლი ქართული ღვინის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2009 წელს ექსპორტი 1 მლნ. 224 ათას 314 ბოთლით შემცირდა და გასულ წელს ექსპორტმა 10 მლნ. 968 ათას 161 ბოთლი შეადგინა.
მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ასევე ქართული ღვინის მთავარ სამიზნე ბაზარზე. ოფიციალური მონაცემებით, 2009 წელს 2008 წელთად შედარებით ქართული ღვინის ექსპორტი უკრაინაში 32 %-ითაა შემცირებული. 2009 წელს უკრაინაში 4 მლნ. 573 ათას 461 ბოთლი ქართული ღვინო გავიდა, მაშინ როდესაც ეს მონაცემები 2008 წელს 6 მლნ. 747 ათას 668 ბოთლს აღწევდა.
სამაგიეროდ გასულ წელს 2008 წელთან შედარებით ღვინის ექსპორტი გაზრდილია ყაზახეთში, ბელორუსიაში, ლიტვაში, აზერბაიჯანში, ჩინეთსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში.
ექსპორტის სტატისტიკის მიხედვით, საზღვარგარეთ ქართული ღვინოებიდან პოპულარულობით ღვონო "ქინძმარაული წითელი" ნახევრად ტკბილი და "წინანდალი" თეთრი მშრალი ღვინოები სარგებლობს