სოფლის მეურნეობის სამინისტროის ინფორმაციით, ევროგაერთიანების ქვეყნებში 2009 წელს 45,9 მილიონი დოლარის თხილის ექსპორტი განხორციელდა, რაც ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის 71,6 პროცენტია.
მეორე საექსპორტო პოზიციაზე ღვინოები აღმოჩნდა. სტატისტიკის თანახმად, 2009 წელს ევროკავშირის ქვეყნებში 5,9 მილიონი დოლარის ღვინო იქნა ექსპორტირებული, რაც ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის 9,4 პროცენტია.
მინერალური წყლების ექსპორტმა ევროკავშირის ქვეყნებში გასულ წელს 3,6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ევროკავშირში განხორციელებული ექსპორტის 5,6 პროცენტია.