აშშ-ის კონგრესმა მოიწონა აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას გეგმა ქვეყნის ტერიტორიაზე გასასამართლებლად აშშ-ის სპეცციხის გუანტანამოს (კუბა) პატიმრების გადმოყვანის შესახებ. კანონპროექტის განხილვისას, რომელიც ნაციონალური უსაფრთხოების სამინისტროს დაფინანსების შესახებ ამერიკულმა სენატმა 79 ხმით 19 ის წინააღმდეგ ადმინისტრაციის უფროსის წინადადებას დაუჭირა მხარი.
უფრო ადრე ამ ზომამ მხარდაჭერა მოიპოვა წარმომადგენელთა პალატაში. ახლა კი კანონპროექტი როემლიც ითვალისწნებს ნაციონალური უსაფრთხოების სამინისტროს დაფინანსებას 42.8 მილიარდი აშშ დოლარით ხელმოსაწერად ქვეყნის ხელმძღვანელთან შევა.
ობამამ ჯერ კიდევ 22 იანვარს მოაწერა ხელი წლის განმავლობაში ტერორიზმში ბრალდებული ადამიანებისათვის განკუთვნილი სპეციალური ციხის დახურვის შესახებ. ეს ციხე 2002 წელს აშშ-ს საზღვაო შეიარაღებული ძალების ბაზაზე გუანტანამოში შექმნა. ამით ბარაკ ობამამ თავისი წინასაარჩევბო დაპირება შეასრულა. როგორც მას არაერგზით აღუნიშნავს "ეს მსოფლიოში აშშ-ს პრესტიჟის გაძლიერების ერთ ერთი ნაწილი იქნება".
აღნიშნული გეგმის რეალიზებისათვის პრეზიდენტმა კონგრესს 80 მილიონი აშშ დოლარი სთხოვა. თავდაპირველად კანონმდებელთა უმრავლესობამ ცუდად მიიღო ობამას ეს შემოთავაზება გუანტანამოს პატიმრების აშშ-ს ფედერალურ ციხეებში გასასამართლებლად გადმოყვანის შესახებ.
ობამას დამატებითი ახსნა-განმარტებების მიცემა მოუწია, რომელთა დროსაც მან განაცხადა, რომ "გუანტანამოს არც ერთი პატიმარი აშშ-ს ტერიტორიაზე განთავისუფლებული არ იქნება".
ამავე დროს ვაშინგტონმა თხოვნით მიმართა რიგ ევროპულ სახელმწოფოებს მიეღოთ გუნტანამოს ტყვეების ნაწილი, რომლებიც "საფრთხეს არ წარმოადგენენ", თუმცა თანხმობა მხოლოდ ირლანდიიდან, პორტუგალიიდან და უნგრეთიდან მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები გუანტანამოს პატიმრების საქართველოს ციხეებში გადმოყვანის შესახებ ქართულ მხარესთანაც მიმდინარეობდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიას თქმით, აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და საქართველო მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, განიხილოს ყველა საკითხი, რომლითაც შეიძლება შეერთებულ შტატებს დავეხმაროს.
აღნიშნული საკითხის შესახებ კომენტარი საქართველოში ვიზიტად მყოფმა აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმაც გააკეთა და განაცხადა, რომ ქართული მხარის პოზიცია მისასალმებელია.
მისივე თქმით, აშშ აფასებს ქართული მხარის ამ პოზიციას და გუანტანამოს ციხიდან პატიმრების გამოყვანის საკითხზე მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყნებთან აწარმოებს, რათა შესრულდეს პრეზიდენტ ობამას მიერ ამერიკელი ხალხისთვის მიცემული დაპირება და წლის ბოლოსთვის ციხე დაიხუროს. თუმცა აღნიშნავს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ამ საკითხის განხილვა "აღნიშნული პარალელებით არ მიმდინარეობს".