აშშ-ის სენატმა 77 ხმით 20-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ორპარტიული 925 მილიარდი დოლარის ოდენობის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტი 2026 წლისთვის, რომელიც უკრაინის დახმარებისთვის 500 მილიონ დოლარს ითვალისწინებს. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, კენჭისყრამ შესაძლოა წარმომადგენელთა პალატასთან რთული მოლაპარაკებები გამოიწვიოს, რომელმაც ადრე დაამტკიცა საკუთარი პროექტი მრავალი კონსერვატიული დებულებით, რომლებსაც სენატი თავს არიდებს.
დოკუმენტი მოიცავს თავდაცვის ყველა ხარჯს, მათ შორის ახალი წყალქვეშა ნავების მშენებლობას, სამხედროების ხელფასების გაზრდას და შესყიდვების პროცედურების კორექტირებას.
სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია უკრაინის უსაფრთხოების ინიციატივის (Ukraine Security Assistance Initiative) 2028 წლამდე გაგრძელებასა და შეთანხმებული დაფინანსების 500 მილიონ დოლარამდე გაზრდაზე.
დოკუმენტი ასევე მოიცავს ათობით მოწინავე F-35A ტიპის გამანადგურებლენის შეკვეთას, სწრაფი განვითარების პროგრამას, უპილოტო სისტემების ტესტირებას და მასობრივ წარმოებას, ასევე ახალი ტექნოლოგიების, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, უსაფრთხო ინტეგრაციის კვლევის დაკვეთას.