თავდაცვის ყოფილის მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი, სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა. მან მოკლე კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან.
კითხვაზე, რა საერთო აქვს მას სამალავების საქმესთან დაკავშირებით, ანი ნადარეიშვილმა აღნიშნა: „არანაირი საერთო არ მაქვს.
“საერთოდ არ მჯერა მაგ სამალავების, არანაირი კავშირი არ მაქვს. ძალიან მაინტერესებს, რას მკითხავენ. ეს სპექტაკლი, რაც დადგეს, ფსიქოლოგიური ტერორი, რაც მოაწყეს დღეს, ამას ვუკავშირებ.”, - თქვა ნადარეიშვილმა უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან
პარალელურად, სუს-ის წარმომადგენლები ამავე საქმეზე რუსთავის ციხეში პაატა ბურჭულაძესა და მურთაზ ზოდელავას კითხავენ. მანამდე, დღეს, თითქმის 8 საათის განმავლობაში, შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა ბაჩო ახალაია.