რატომღაც ის არ გამოვიდა, რაც უნდა გამოსულიყო, მაგრამ ხვალ გამოვა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ რუსთაველის გამზირზე, დაკავებამდე ჟურნალისტებს განუცხადა..
"თუ ვინმეს უნდოდა, რომ ყველაფერი დღესვე დამთავრებულიყო, ერთ-ერთი მე ვიყავი, რომ ყველა პოლიტპატიმარი, ყველა სინდისის პატიმარი ყოფილიყო თავისუფალი და ეს ქვეყანა ყოფილიყო რუსებისგან თავისუფალი, მაგრამ ნუ ჩავარდებით უიმედობასა და პესიმიზმში. დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ ამ ქვეყანში, ქალაქში არის 200 ათასზე მეტი რევოლუციონერი, ვინ მოვიდა მშვიდობიანი რევოლუციისთვის. რაღაცა ვერ გავაკეთეთ ისე, არ გამოგვივიდა? ბევრი მიზეზი იყო,დ ამერწმუნეთ,
რატომღაც ის არ გამოვიდა, რაც უნდა გამოსულიყო, მაგრამ ხვალ გამოვა, რადგან აქ იდგა ძალიან ბევრი ჭკვიანი, პატრიოტი, გულანთებული ადამიანი. ბევრი ქუჩის ლიდერი, რომელიც ხვალ და ზეგ გააგრძელებენ ბრძოლას. რომლებიც კარგად დაიგეგმებიან. დღეს თუ არ გამოვიდა, ხვალ აუცილებლად გამოვა", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.