თბილისის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებმა რკინიგზის გადატანის საკითხზე იმსჯელეს.
შეხვედრის მიზანი იყო სწორი სტრატეგიის შემუშავება, თუ როგორ უნდა მოხდეს მტკვრის მარცხენა სანაპიროს ათვისება ისე, რომ მიმდებარე ტერიტორიას ზიანი არ მიადგეს.
საუბარია სულ 80 000 ჰექტარ ფართობზე, რომელზეც მაღალხარისხიანი და მრავალფუნქციური ცენტრი განთავსდება.
შეხვედრაში ის არქიტექტორები მონაწილეობდნენ, რომლებმაც პარიზის რკინიგზის გადატანის პროექტი განახორციელეს. ამ გამოცდილებას ისინი ქართველ კოლეგებს გაუზიარებენ. ფრანგი არქიტექტორები თბილისში დედაქალაქის მერიის მოწვევით იმყოფებიან.