დღეს, 21 იანვარს, 11:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაზსაცავის წინასაპროექტო სამუშაოს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "რამბოლის"'წარმომადგენლებთან სასტარტო შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი ზურაბ ჯანჯღავა, საქართველოს ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბდუშელიშვილი, კომპანია "Ramboll Oil & Gas"
და მისი კონტრაქტორი კომპანია "КBB"-ის მენეჯერები, აგრეთვე, ქართველი, დანიელი და გერმანელი ექსპერტები.
სასტარტო შეხვედრაზე კომპანია "რამბოლის" პროექტის დირექტორი ნილს რინგე წარმოადგენს გაზსაცავის დაპროექტებისა და შესწავლის გეგმას, შესწავლის მეთოდოლოგიას, ამასთან, დაასახელებს საბოლოო შედეგების წარმოდგენის ფორმებსა და ვადებს.
მიწისქვეშა გაზსაცავის წინა-სამშენებლო დაპროექტების სამუშაოების განხორციელებაზე კონტრაქტი კომპანია ,, "Ramboll Oil & Gas""-თან ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2009 წლის 29 დეკემბერს გააფორმა. დაახლოებით 3,4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება მიწისქვეშა გაზსაცავის წინასამშენებლო
დაპროექტების სამუშაოს შესრულებას ითვალისწინებს, რომლებიც მოიცავს საქართველოში გაზსაცავის მშენებლობისთვის საჭირო სრულმაშტაბიან ტექნიკურ, გეოლოგიურ, გარემოსდაცვით, ეკონომიკურ, ფინანსურ, საკანონმდებლო და სხვა შესაბამისი საკითხების კომპლექსურ ანალიზსა და შესწავლას. აღნიშნული
სამუშაოები 12 თვეს გასტანს.
კორპორაცია გაზსაცავის წინასამშენებლო დაპროექტების სამუშაოს მართვასა და ზედამხედველობას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია განახორციელებს.