10:30 - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
11:00 - საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
11:00 - "თავისუფალ ასოციაციათა კავშირის" ოფისში, "საქართველოს თავისუფალი პროფკავშირების" დამფუძნებელი საინიციატივო ჯგუფის ბრიფინგი გაიმართება.
მის.: ბაქოს ქ. #6
11:00 - იუსტიციის სასწავლო ცენტრში იუსტიციის სახლის თანამშრომელთა ტრენინგის მორიგი ეტაპი იწყება.
მის.: ვახტანგ გორგასლის ქ. #24
11:00 - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის სამსახური კომპანია "გრატოს" სათბურში ბრიფინგს გამართავს.
მის.: ჩანტლაძის ქუჩა
11:30 - იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი ქალაქ რუსთავში დამისამართების პროექტის დაწყების შესახებ განცხადებას გააკეთებს.
მის.: რუსთავი; იუსტიციის სახლი, 577 62 03 01
12:00 - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ქრისტიან-დემოკრატი ჯაბა სამუშია ვეტერანის ოჯახს მოინახულებს.
მის.: ყიფიანის ქ. #23
12:00 - "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭაქვინჯის მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.
12:00 - "თეთრების" ოფისში თემურ შაშიაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: "პოლიტიკური სიმახინჯეები საქართველოს წინააღმდეგ და სააკაშვილის სასარგებლოდ".
მის.: ღამბაშიძის ქ. № 4
13:00 - მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
14:00 - ბაზისბანკის სათავო ოფისში მოეწყობა საკრედიტო პროდუქტის პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან ბაზისბანკისა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლები, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ოთარ ნადარაია, ფინანსთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე კინწურაშვილი, EBRD-ის წარმომადგენლი საქართველოში პოლ-ჰენრი ფორესტერი.
14:30 - საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჩერქეზული კულტურის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდება.
15:00 - სამედიცინო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ექიმებისა და პროფესორების მონაწილეობით პოეზიის საღამო ჩატარდება.
მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. #29, III სასწავლო კორპუსი, V სართული, "საშობაო დარბაზი"
15:00 - სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გლობალური ქსელის პრესკონფერენცია გაიმართება.
16:00 - "მწვანეთა მოძრაობის" ოფისში მრგვალი მაგიდა გაიმართება. თემა: "საქართველოში აღდგენადი ენერგიების ეფექტურად გამოყენება და ენერგო-ეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა".
მის.: ნუცუბიძის ქ. #10ა, IV სართული, ბინა #6
17:00 - საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ფოტოგამოფენა "დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე" მოეწყობა.
17:00 - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
19:00 - "ილიაუნის თეატრში" ლიკა ოხანაშვილის პოეზიის საღამო გაიმართება.