თბილისი.14.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". სამართალდამცველებმა მეუღლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის ისანი-სამგორის რაიონის დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს 36 წლის ალექსანდრე ცინცქილაძე, რომელიც ეჭვმიტანილია შურისძიების ნიადაგზე მეუღლის, 33 წლის ცისმარი მურადოვას განზრახ მკვლელობაში.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. გამოძიებას ქ.თბილისის მთავარი სამმართველო აწარმოებს.