საფრთხეს ვხედავ, რომ შესაძლოა ივანიშვილის დავალებით ყაველაშვილი მოსკოვში გაემგზავროს და რუსებს ხელი ჩამოართვას, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
„ყაველაშვილი არის გამორჩეული ანტიმედასავლეთე, ანუ ანტიევროპული გამორჩეული თავისი განცხადებებით, რომელიც იყო ანტიამერიკული. ძირითადად, "ხალხის ძალას" ახმოვანებდა ყაველაშვილი. ზოგადად არის პრორუსი. პირველი, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, სრული ანტიპოდი დანიშნა პრეზიდენტად. მისთვის პირველი გზავნილი იყო, რომ მათ ადამიანებს უთხრა დამცინავად, რომ ის ინსტიტუტი, რომელმაც მე ორჯერ მიღალატა, არაფერი არ არის და დანიშნა გამორჩეულად პრორუსი, ანტიამერიკული, რომელიც იკადრებს იმას, რაც შეიძლება სხვამ არ იკადროს'', - ამბობვს ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" დღეს საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა.