ერგნეთის ბაზრობის გახსნა-არგახსნა საქართველოს ხელისუფლების საქმეა და სამხრეთ ოსეთს მასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ეს განცხადება გააკეთა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას ერგნეთის ბაზრიბის გახსნის შესაძლებლობის შესახებ. მათივე ინფორმაციით, ეგრნეთის ბაზრობის გახსნის ინიციატორი ოსური მხარე არ არის.
"ბოლო დროს ქართულ მედიასაშუალებებში აქტიურად საუბრობენ სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე ქართულ სოფელ ერგნეთში ბაზრობის გახსნის შესახებ. ამასთან ერთად ქართველი ჟურნალისტები და ექსპერტები ცდილობენ ამ ბაზრობის გახსნის იდეის ინიციატორად სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა წარმოაჩინონ.
ამასთან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამიმინისტრო ოსური მხარის პოზიციას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ერგნეთის ბაზრობის ბედი, რომელივ საქართველოს ტერიტორიაზე 2004 წლამდე ფუნქციონირებდა მეზობელი სახელმწიფოს საშინაო საქმეა და არც მის გახსნასთან და არც მის დახურვასთან სამხრეთ ოსეთს არავითარი კავშირი არ აქვს",_ იუწყება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.
"ქართულმა მედიამ კი სულ ახლახანს ერგნეთის ბაზრობის გახსნის ინიციატივა სამხრეთ ოსეთის ახლადდანიშბულ გენერალურ პროკურორს მერავ ჩიგოევს მიაწერეს, რომელიც ადრე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.
სინამდვილეში მორიგი შეხვედრის დახრულების შემდეგ მერაბ ჩიგოევმა ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე თუ როგორ უყურებს ის ერგნეთის ბაზრობის გახსნის საკითხს უპასუხა, რომ ამ ბაზრობის დახურვა, სადაც ყოველდღიურად სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს რამდენიმე ათასი მოქალაქე ურთიერთობდა "დიდი სიბრიყვე" იყო", - ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ "ამით მან ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს ხელისუფლების იმ ქმედებებზე, რომელბმაც 2004 წელს ორი მეზობელი სახელმწიფო ეკონომიკური ურთოიერთობების აღდგენის ის ყლორტიც მოსპეს, რომელიც ნელა, მაგრამ მაინც მწიფდებოდა ქართული აგრესიის შემდეგ, რომელიც სამხრეთ ოსეთმა 1989 -1992 წწ გადაიტანა. მერაბ ჩიგოევს მიერ თავისმიერ გამოთქმული საკუთარი აზრი, არანაირად არ იყო დაავშირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ნებასთან. მან მხოლოდ თავისი აზრი გამოთქვა".
მათივე განცხადებით, რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების აზრს ამასთან დაკავშირებით, იგი "უცვლელი რჩება - სამხრეთ ოსეთი ყოველთვის ემხრობოდა და ემხრობა სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის არსებული პრობლემების მშვიდობიან დარეგულირებას თანასწორუფლებიანობის საფუძველზე",_ ნათქვამია ოსი სეპარატისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.