"ზოგადად გეტყვით, რომ ამერიკული ორგანიზაციების მიმართ და ჩვენი ამ მეგობარი ქვეყნის მიმართ, რა თქმა უნდა, ნდობა გვაქვს", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, მანანა კობახიძემ IRI -ის მიერ ჩატარებული კვლევების კომენტირებისას.
კობახიძემ კონკრეტული განცხადების გაკეთებისგან თავი შეიკავა, რადგან მისთვის უცნობია, რა ფორმით, რა სეგმენტზე ჩატარდა კვლევა.
"იმისთვის, რომ გვქონდეს რაღაცა დეტალური პასუხი, უნდა ვიცნობდეთ, როგორ, რა მეთოდით, რა სამიზნე ჯგუფზე ჩატარდა კვლევა, ვინ შეასრულა და ა.შ.. ამიტომ სხვა რაიმე დეტალურ პასუხს, რაიმე შეფასებას კონკრეტულ ციფრებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერ მოგაწვდით, რადგან ეს დეტალები არ მაქვს დამუშავებული", _ განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა პოლიტიკური პარტიის რეიტინგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, ოპოზიციის ლიდერებიდან გიორგი თარგამაძე 28%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზე 21%-ით ბიძინა ივანიშვილია.