2011 წელს კომპანია "სოკარი" საქართველოში ნავთობბაზის მშენებლობის დასრულებას გეგმავს. ობიექტი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად, ქიზიყის ქუჩაზე იქნება განლაგებული. აღნიშნული ობიექტის მშენებლობისთვის კომპანიამ 2008 წელს ხუთი ჰექტარი მიწა შეიძინა, რომლის ღირებულებამ დაახლოებით სამი მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
"ბაზა ექსპლუატაციაში მომავალი წლის შუა პერიოდში შევა. ამჟამად ობიექტზე ფუნდამენტის ჩასხმის სამუშაოები მიმდინარეობს", - აცხადებენ კომპანიაში.
ნავთობბაზის მშენებლობის პროექტირება ეკუთვნის აზერბაიჯანულ საინჟინროკომპანიას - - Encotec (Engineering and Consulting Technologies), რომლის მომსახურებაშიც შედის საინჟინრო პროექტირება, პროექტის მართვა, სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების ზედამხედველობა და სხვ.
ნავთობბაზაზე განთავსებული იქნება: 24 რეზერვუარი, ბენზინის, დიზელისა და საავიაციო ნავთის შესანახად, მთლიანი მოცულობით - 20.5 ათასი ტონა; ოთხი რეზერვუარი თხევადი გაზისთვის, მთლიანი მოცულობით - 1 200 კუბური მეტრი (თითოეულის მოცულობა - 300 000 კუბური მეტრი).
გარდა ამისა, ბაზაზე დაგეგმილია სპეციალური ობიექტის მშენებლობაც, რომელშიც "ბიტუმი" განთავსდება, მთლიანი მოცულობა - 3 000 ტონა. აღნიშნული პროდუქტების რეალიზება საქართველოს ბაზარზე განხორციელდება.