ბოლო პერიოდში საქართველოში იმპორტის ზრდის დინამიკის შენელება შეინიშნება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2009 წელს, 2008 წელთან შედარებით, იმპორტი 19 პროცენტით შემცირდა.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2009 წელს საქარტველოში 739 მილიონი დოლარის იმპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2008 წელს ქვეყანაში 913 მილიონი დოლარის სასურსათო პროდუქცია შემოვიდა. 2007 წლის მონაცემებით, ქვეყანაში იმპორტირებულია 762 მილიონი დოლარის აგროპროდუქტები.
ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი იმპორტი 2008 წელს იყო, ყველაზე მცირე _ 2005 წელს.