2009 წელს საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით თხილი გავიდა. სოფლის მეორნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს ექსპორტზე 69,3 მილიონი დოლარის თხილი იქნა ექსპორტირებული, რაც მთლიანი სასურსათო ექსპორტის 24,3 პროცენტია.
ექსპორტის კუთხით მეორე ადგილზეა სპირტიანი სასმელი. გასულ წელს საზღვარგარეთ 40,8 მილიონი დოლარის სპირტიანი სასმელი გავიდა, რაც საერთო საექსპორტო მაჩვენებლის 14,3 პროცენტია.
2009 წელს მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქციას წარმოადგენდა ასევე ღვინოები, რომელიც გასულ წლებში საექსპორტო პროდუქციათა ჩამონათვალში პირველ ადგილს იკავებდა. 2009 წელს საზღვარგარეთ 31,2 მილიონი დოლარის ღვინო გავიდა, რაც სასურსათო პროდიქციის ექსპორტის 10,9 პროცენტია.
მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქციას წარმოადგენდა ასევე ზეთოვანი კულტურების კოპტონი და ფქვილი. გასულ წელს ექსპორტზე 27 მილიონი დოლარის ზეთოვანი კულტურების კოპტონი და ფქვილი გადაიზიდა, რაც ექსპორტის 9,5 პროცენტია.
2009 წელს საზღვარგარეთ ექსპორტირებულია 24,5 მილიონი დოლარის მინერალური წყლები, რაც საერთო საექსპორტო მაჩვენებლის 8,6 პროცენტია.
გასულ წელს მნიშვნელოვან საექსპორტო საქონელს წარმოადგენდა ცხვარი და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. სოფლის მეურეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს ექსპორტზე 17,4 მილიონი დოლარის ცხვარი და 16,9 მილიონი დოლარის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გავიდა.