გერმანელები ევრო-2012-ის უკრაინაში ჩატარების წინააღმდეგ გამოდიან. Emnid-ის სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 52% წინააღმდეგია, რომ გერმანიის ნაკრებმა უკრაინაში იასპარეზოს.
იმავე გამოკითხულების 50% მიიჩვენს, რომ ჩემპიონატის თამაშები უკრაინიდან სხვა ქვეყანაში უნდა გადაიტანონ.
გერმანიის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის კანცლერი ანგელა მერკელი განიხილავს ჩემპიონატის ბოკიოტირების საკითხს, რის მიზეზადაც უკრაინის ხელისუფლების მიერ იულია ტიმოშენკოს მიმართ უმკაცრესი დამოკიდებულება სახელდება.