66 წლის ჰაინკესმა გუნდს გერმანიის ჩემპიონატი ვერ მოაგებინა, მაგრამ სამაგიეროდ, ის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, რომელიც მიუნხენში, "ბაირნის" მშობლიურ "ალიანც არენაზე" გაიმართება.
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე დარწმუნებულია, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი მოქმედი კონტრაქტის დასრულებამდე (2013 წლამდე) თავის ამჟამინდელ სამუშაოზე დარჩება და შესაძლოა, იქ უფრო დიდი ხნითაც გაჩერდეს.
Bild-ი დაინტერესდა და რუმენიგეს ჩაეძია, ხომ არ დატოვებდა 66 წლის სპეციალისტი "ბაიერნს", თუკი ფინალში "ჩელსის" დაამარცხებდა, რადგან ამით ჰაინკესი საქმეს მოთავებულად ჩათვლიდა.
"არა, იუპი ასეთი არაა და მსგავს რამეებზე არ ფიქრობს. პირიქით, თუ მოინდომებს, კლუბში კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთ წელიწადზე მეტ ხანს დარჩება", - უპასუხა რუმენიგემ.