ქართული მხარე ეგვიპტეს ხორბლის იმპორტის განსახორციელებლად რუსეთის ნაცვლად, საკუთარ ტრანზიტს სთავაზობს.
შესაბამისი წინადადებით კაიროში ვიზიტით მყოფმა ქართული დელეგაციის წევრებმა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ხელმძღვანელობს, ეგვიპტურ მხარეს დღეს გამართულ, საქართველო-ეგვიპტის ეკონომიკურ სხდომაზე მიმართა.
"ჩვენ ეგვიპტეს ვთავაზობთ ხორბლის იმპორტისთვის, რომელიც ამ ქვეყანაში დიდი რაოდენობით ხორციელდება, საქართველოს ტრანზიტი იყოს გამოყენებული. ახლა ეს რუსეთზე გავლით ხდება", - განუცხადა გილაურმა ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, თუკი ახლა ეგვიპტურ მხარეს ერთი ტონა ტვირთის რუსეთის გავლით ტრანსპორტირება 120 დოლარი უჯდება, თბილისი მას აღნიშნულში ნახევარ ფასს - 70 დოლარს სთავაზობს.
"ეს ჩვენს ქვეყანას დამატებით შემოსავალს მოუტანს", - განმარტავს საქართველოს პრემიერი.