ეგვიპტელი ბიზნესმენები საქართველოს საფერმო მეურნეობითა და ხილ- ბოსტნეულის წარმოებით დაინტერესდნენ .
ამის შესახებ ჟურნალისტებს ეგვიპტეში ვიზიტად მყოფმა ქართული დელეგაციის წევრებმა განუცხადეს.
"ეგვიპტელი ბიზნესმენების მხრიდან იყო შემოთავაზება საფერმო მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებით. ისინი, ასევე, ხილისა და ბოსტნეულის წარმოებითაც დაინტერესდნენ", - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
რაც შეეხება ეგვიპტურ მხარეს, ეგვიპტელი ბიზნესმენების განცხადებით, მათთვის განსაკუთრებით საინტერესო საქართველოს საფინანსო სექტორია.
"ეს სფერო თქვენს ქვეყანაში საკმაოდ მყარი და ძლიერია, ხოლო ბიზნესგარემოს გაცნობით შემდეგ, ალბათ, საბანკო სექტორითაც დავინტერესდებით", - აცხადებენ ეგვიპტელი ბიზნესმენები.
შეგახსენებთ, რომ კაიროში დღეს საქართველო-ეგვიპტის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელზეც ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.