საქართველო და ეგვიპტე ერთობლივ სავაჭრო სამრეწველო პალატას შექმნიან.
ორ ქვეყანას შორის შესაბამის მემორანდუმს ხელი დღეს, კაიროში, საქართველო-ეგვიპტის ბიზნესფორუმზე უკვე მოეწერა.
გარდა ამისა, ფორუმზევე გადაწყტდა, რომ მარტის დასაწყისში საქართველოს ეგვიპტელ ბიზნესმენთა დელეგაცია ეწვევა.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდა ეგვიპტეში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, რომელმაც ეგვიპტელ ბიზნესმენებს საქართველოს ბიზნესკლიმატი და გარემო გააცნო.
შეგახსენებთ, რომ გილაური საქართველოს ეკონომიკურ გუნდთან ერთად ეგვიპტეს გუშინ, 19 იანვარს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრები ეგვიპტის ინდუსტრიულ ზონებს დაათვალიერებენ, დღის ბოლოს კი, ნიკა გილაურს მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი მიიღებს.