რუსი ექსპერტი ანდრეი ეპიფანცევი აფხაზეთში რუსების მიმართ დამოკიდებულებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ალექსანდრე ანქვაბი ავიწროებს აფხაზეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს და ზოგადად, წარმოაჩენს იმას თუ სიძულვილის რა მაჩვენებელია აფხაზურ საზოგადოებაში რუსეთის მიმართ.
რუსულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დევნის ობიქტად ქცეული რუსი ბიზნესმენის იგორ ვაროვის ამბით იწყება, რუსი ექსპერტი აფხაზეთის მმართველ ელიტასა და ყოფაში არსებულ იმ ჩვენთვის აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს, რომელთა ცოდნაც ქართული საზოგადოებისთვის ინტერესმოკლესული არ უნდა იყოს. ამ დეტალებზე რა თქმა უნდა, აფხაზური მედია დუმს, საქართველოს კი ცნობილი მიზეზების გამო - ხელი არ მიუწვდება.
რუსი ექსპერტი ჰყვება, თუ როგორი კრიმინალური განუკითხაობა მეფობს აფხაზეთში , თუ როგორ ატერორებენ რუს ბიზნესმენს აფხაზური ელიტის წარმომადგენლები, როგორ ართმევს მას მიწას აფხაზეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარე ილარიონ არღუნი, რომელსაც შემდეგ სერგეი ბაღაფშის დაზე აფორმებს. ღიად ჰყვება იმასაც, თუ როგორ ავიწროებს ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს და ზოგადად, წარმოაჩენს იმას თუ სიძულვილის რა მაჩვენებელია აფხაზურ საზოგადოებაში რუსეთის მიმართ.
"სკანდალი, რომელიც აფხაზეთში არსებული ყველაზე მსხვილი კერძო რუსი ინვესტორის იგორ ვაროვის ირგვლივ ვითარდება და რომელიც მის სასტიკ ცემასთანააა დაკავშირებული კარგი მაჩვენებელია იმ ღრმა კრიზისისა, რომელშიც აფხაზური სახელმწიფო იმყოფება. ეს ასევე მაჩვენებელია იმ ჩიშხი მიმავალი მიმართულებისა და რუსეთის არასწორი პოლიტიკისა ამ ქვეყნის მიმართ", _ ეს განცხადება მოსკოვის "Alte Et Certe"-ს ანალიტიკური ბიუროს ხელმძღვანელმა ანდრეი ეპიფანცევმა გააკეთა.
მისივე თქმით, ამ კონფლიქტის ისტორია ძალიან მარტივია: 6 აპრილს იგორ ვაროვის, აფხაზეთში ერთ ერთი უმსხვილესი სუპერმარკეტის "კონტინენტის" ხელმძღვანელის კაბინეტში მისი ოთხი ბიზნეს-პარტნიორი შევიდა, მათ ვაროვი გალახეს ისე, რომ ამ დრომდე საავადმყოფოში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
"ჯერ ერთი, მე ვერ წარმომიდგენია, რომ ვთქვათ, რუსეთში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში ყველაზე მსხვილი უცხოელი ინვესტორი ვინმემ გალახოს. ეს ნონსენსია! რომელიაც ამ სიტუაციის სრულ აბსურდულობას ასახავს - აფხაზეთი ეს - ქვეყანა მუქთახორაა, რომელიც რუსეთის ხარჯზე ცხოვრობს და მთლიანად დამოკიდებულია რუსეთზე -ყველა პარამეტრით.
იმ რუსული ფულის ნაკადს, რომელიც მას რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის აღიარების შემდე თავს დაატყდა იგი უბრალოდ ჭამს და ამასთან ერთად არ ჩანს მისი სურვილი თავად იშოვოს ფული. იქ ყველა ცხოვრობს რუსი გადასახადის გადამხდელის ხარჯზე და არც არაფრის შეცვლა არ სურთ.
იქ ეიფორიაა, ყველა ოცნებობს, რომ მალე გაიხსნება რუსული ოფშორი და ფული წამოვა კიდევ უფრო დიდი ნაკადით, მერე შესაძლებელი იქნება სხვა ქვეყნიდან ჩამოსული მუშახელის დაქირავება (რომლებიც იქ ამჟამადაც მრავლად არიან) და საერთოდ არაფრის კეთება ცხოვრების ბოლომდე", _ ამბობს ანდრეი ეპიფანცევი.
მისივე თქმით, ყოველივე ამის ფონზე, ამჟამად აფხაზეთში ჩასულ ინვესტორები, რომელთა რაოდენობა მინიმალურია კრიმინალურ ატმოსფეროში ხვდებიან სადაც ქურდობა, სიცრუე და ბანდიტიზმი მეფობს.
"მათ ქურდავენ, მათ საწყობებს ცხრილავენ. აფხაზეთში კრიმინალიტეტი უკვე დიდი ხანია გახდა სახელმწიფო სისტემის ნაწილი, რომელთა სათავე ხაზგასმით ავღნიშნავ ძალიან მაღლაა. ვაროვის ცემა კი - ეს იმ ინტორიის გაგრძელებაა, როდესაც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მისთვის ბიზნესის წართმევა უნდოდათ და იგი ამისათვის აფხაზური კანონებით გაასამართლეს კიდეც", _ აცხადებს ანდრეი ეპიფანცევი.
ექსპერტი ასევე ღიად აცხადებს, რომ "აფხაზეთში ყველამ იცის, რომ ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ვაროვისათვის სუპერმარკეტის წართმევას ცდილობდა აფხაზეთის ნაციონალური ბანკის თავმჯდომარე ილარიონ არღუნი იყო. მან თვალი დაადო იმ მიწის ნაკვეთს, რომელზეც სიპერმარკეტია შენებული. ხოლო ადამიანი, კი ვისზეც ის ამ ბიზნესის გაფორმებას აპირებდა აწგარდაცვლილი სერგეი ბაღაფშის და იყო.
ერთი მათგანი კი რომელიც ამჟამად ვაროვს ურტყამდა ალექსანდრე ანქვაბის ადმინისტრაციაში მუშაობს.
იგორ ვაროვის პარტნიორები, რომლებმაც ის სასტიკად სცემეს - ეს ქუჩის ბანდიტები არ არიან - ეს აფხაზური საზოგადოების ნაღებია, მისი ოქროს მწვერვალი. სამი ძმა გვარად ჩანბა, რომლებმაც ყველაზე დიდი სისასტიკე გამოიჩინა, ცნობილ, პრაქტიკულად ისტორიულ აფხაზურ ოჯახს მიეკუთვნებიან, მეოთხე "მებრძოლი" ასტამურ გაგულიაა - აფხაზი პოლიტიკოსის გენადი გაგულიას ვაჟი. გენადი გაგულია კი აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იყო.
თავად ასტამური აფხაზეთში ღირსეულ და პატივსაცემ ბიზნესშია ჩართული - მას მოსკოვში აფხაზური ღვინის ნიღბის ქვეშ შეაქვს გენადი ონიშენკოს მიერ აკრძალული მოლდოვური ღვინის მასალა, რომელსაც ჩვენ შემდეგ მაღაზიებში აფხაზურ ღვინოდ ვყიდულობთ.
საოცარია, მაგრამ ეს სწორედ ის აფხაზური ელიტაა, რომელზეც ფსონს მოსკოვი დებს. ამ დროს ვაროვის საქმეთან დაკავშირებით არ მიმიდნარეობს არავითარი გამოძიება და არც ერთი ნაძირალა დაპატიმრებული რა თქმა უნდა, არ არის.
ალბათ, ყოველივე ამის გამო კითხვა აფხაზეთის პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს უნდა დავუსვათ, მაგრამ ეს ნაბიჯიც ძალიან საეჭვო იქნება, ვინაიდან თავად ანქვაბთან დაავშირებულია რამდენიმე ისეთი მომენტი რაც მის პიროვნებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს", _ აცხადებს რუსი ექსპერტი და რამდენიმე წლის წინ სოხიში არსებულ ე.წ. რუსეთის საელჩოში მომხდარ ინციდენტს იხსენებს:
"შეგვიძლია გავიხსენოთ, ფაქტი, რომლის დროსაც ანქვაბის გუნდში შემავალმა რამდენიმე ახალგაზრდამ რუსეთის საელჩოში დებოში მოაწყო. საელჩოში მისულებს მათ განუცხადეს, რომ ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა შესვენებაზე იკეტებოდა. ახალგაზრდებმა ყვირილი და ირგვლივ ყველაფრის მტვრევა დაიწყეს - "თქვენ ჩვენს მიწაზე ცხოვრობთ და იმას გააკეთებთ რასაც ჩვენ გეტყვით!" - ყვიროდნენ ისინი. ეს სირცხვილია, მაშინ ამის გამო პასუხი არც არავინ არ აგო. რუსეთს სახეში შეაფურთხეს მან კი ეს ფურთხი მოიწმინდა.
ასევე გაუგებარია ალექსანდრე ანქაბის როლი საპარლამენტო არჩევნებში, მაშინ როდესაც მან ეკატერინე გლაზკოვას - რუს ქალს და აფხაზეთის მოქალაქეს პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოცილება უბრძანა და აფხაზეთის მოქალაქეობის ჩამორთმევით დაემუქრა. გლაზკოვამ თავისი კანდიდატურა მოხსნა. აფხაზეთის მოქალაქეობა კი ამ ქალს აწგარდაცვლილმა სერგეი ბაღაფშმა მისცა, ანქვაბმა კი მას განუცხადა, რომ მისი მოქალაქეობა მხოლოდ იმ ფურცლის ფასი ღირს რომელზეც იგია დაბეჭდილი.
ამგვარი შემთხვევების შემდეგ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ აფხაზეთში არჩევნები სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარდა. სწორედ ამიტომ არის, რომ პრაქტიკულად ყველა ხელმძღვანელ თანამდებობაზე აფხაზი ეროვნების ადამიანები აღმოჩნდნენ.
ჩნდება კითხვა? ნუთუ მოსკოვი ყოველივე ამას არ ხედავს? არ ხედავს რა ხდება აფხაზეთში? აფხაზეთში რუსეთის საელჩო უმოქმედოა ა ამაზე უკვე ხუმრობენ კიდეც. რუსეთის ელჩს აფხაზეთში უკვე დიდი ხანია "ჯიბის ელჩი" უწოდეს, რაც ნიშნავს, რომ იგი აფხაზების ჯიბეში ზის. ეს არის ადამიანი, რომელიც წერს ანგარიშებს მოსკოვში, უკრავს გიტარაზე და დადის სხვა და სხვა ადგილობრივ დღესასწაულებზე.
კრემლიც ისე იქცევა თითქოს არც არაფერი არ ხდება. ეს კი აფხაზურ ელიტას დაუსჯელობის გრძნობას უღვივებს. მიმაჩნია, რომ მოვიდა დრო დავფიქრდეთ გვჭირდება თუ არა ჩვენ ისეთი ქვეყნის მხარდაჭერა, რომელიც ასეთ პოლიტიკას აწარმოებს, უპირველეს ყოვლისა რუსეთის მოქალაქეების მიმართ. თუ რაიმე სიკეღისკენ შეიცვლება, რაშიხც მე პირადად ეჭვი მეპარება მაშინ კი, მაგრამ თუ არა, მაშ რაში გვჭირდება ჩვენ ჩვენს კმაყოფაზე ვამყოფოთ ქვეყანა, რომელიც ასე ექცევა რუსეთს და რუს ინვესტორებს და რომელსაც ყველაფერი გასდის. შესაძლებელია ეს სჭირდება კრემლს, მაგრამ რუსეთს - არა", _ აცხადებს ექსპერტი ანდრეი ეპიფანცევი.