საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუას განცხადებით, საპატრიარქო ჩართულია თურქეთთან გასაფორმებელ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში.
მინისტრმა პარლამეტში სამთავრობო საათზე გამოსვლისას უარყო ოპოზიციის ბრალდება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ისტორიული ძეგლების გადარჩენასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები საპატრიარქოს გვერდის ავლით მიმდინარეობს.
"ეს მართალი არ არის, რადგან თურქეთში მოლაპარაკებების გასამართად წასვლამდე, პირადად შევხვდი უწმინდესს, მისი აზრი მოვისმინე და იქიდან დაბრუნების შემდეგ ჩვენი მოლაპარაკებების შედეგი გავაცანი. იმედი მაქვს, რომ კითხვებს შორის ამ საკითხის მოხვედრა თქვენი არაინფორმირებულოობის ბრალია, ვიდრე ფაქტების შეგნებული დამახინჯების", - აღნიშნა რურუამ.