კომპანია Paramount Pictures მოლაპარაკებას აწარმოებს ფილმ "გენერლის" შეძენის უფლებებზე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პრეზიდენტს ჯორჯ ვაშინგტონს ეძღვნება. ადამ კუპერისა და ბილ კოლეჯის სცენარით გადასაღები ფილმის პროდიუსერი და რეჟისორი დარენ არონოფსკი იქნება.
ფილმის სიუჟეტის დეტალები არ ხმაურდება. Variety-ის ინფორმაციით, ფილმი მოგვაგონებს უფრო 1960-1992 წლების კლასიკურ ვესტერნს და არა ისტორიულ ბაიოპიკს.
ამჟამად არონოფსკი მუშაობს ფილმზე "ნოი", სადაც მთავარ როლს რასელ ქროუ შეასრულებს.
არონოფსკის მონაწილეობით განხორციელებულია ბევრი პროექტი, მათ შორის, - კომპანია Fox Searchlight Pictures -ის Jackie და კომპანია Warner Bros სამეცნიერო-ფანტასტიკური დრამა "Human Nature".