ფილმ "როსომახის" გადაღება ჰიუ ჯეკმანის სამშობლოში, ავსტრალიაში, 2012 წლის აგვისტოში დაიწყება. ამის შესახებ ახალი სამხრეთ უელსის პრემიერ-მინისტრის მოადგილის ენდრიუ სტოუნერის ინფორმაციაზე დაყრდნობით გამომცემლობა The Hollywood Reporter-ი იტყობინება.
კინოსტუდია Fox Studios Australia-მ მიიღო ავსტრალიის ხელისუფლების ფინანსური მხარდაჭერა და, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ქვეყნის მოქალაქეებისთვის ასობით სამუშაო ადგილების შექმნას. პროქტის წარმოების ბიუჯეტი 80 მილიონ დოლარად ფასდება. გადასაღები ადგილის არჩევა უჩვეულოა, რამდენადაც ფილმში მოქმედების გაგრძელება იაპონიის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ფილმის დამდგმელი რეჟისორია ჯეიმს მენგოლდი.
ფილმის პრემიერა 2013 წლის ივლისში გაიმართება.