26 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით "ვისოლ ჯგუფი" „ტორპედო ქუთაისის" გულშემატკივართათვის წამახალისებელ აქციას გეგმავს. ქუთაისში მდებარე ვისოლის ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე ყოველი 20 ლარის ღირებულების საწვავის შეძენისას "ვისოლის" ერთგულ მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა საფეხბურთო კლუბ „ტორბედო ქუთაისსა" და „ზესტაფონს" შორის 28 აპრილს, 18:00 საათზე დაგეგმილ მატჩზე დასასწრები ბილეთი.
„„ტორპედო ქუთაისის" გულშემატკივარი განსაკუთრებულად ელის ამ მატჩს. მათ მხარდასაჭერად ვისოლის ავტოგასამართ სადგურებზე დაგეგმილი წამახალისებელი აქცია კიდევ მეტ გულშემატკივარს შეკრებს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე. ჩვენ ერთად ვაქცევთ ფეხბურთს დღესასწაულად",- აცხადებს "ვისოლ ჯგუფის" მარკეტინგის დირექტორი თორნიკე გურული.
„ვისოლს" ქუთაისში ოთხი ავტოგასამართი სადგური აქვს და აქციის განმავლობაში ჩამსხმელი-ოპერატორები „ტორპედო ქუთაისის"
მხარდასაჭერად კლუბის მაისურებით მოემსახურებიან მომხმარებელს.
ვისოლ ჯგუფმა „ტორპედო ქუთაისის" ლეგენდარულ გუნდზე მზრუნველობა 2010 წელს აიღო. ლეგენდარული კლუბის განვითარებისათვის ჯგუფმა უკვე მილიონობით ლარის ინვესტიცია განახორციელა და ევროპული დონის ინფრასტრუქტურა შექმნა. „ტორპედო ქუთაისისა" და ზოგადად ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის შესაქმნელად ვისოლ ჯგუფი ქუთაისში „ბავშვთა აკადემიასაც" აშენებს.