20 იანვარს ავსტრიაში დასრულდება ცენტრალურ აღმოსავლურ-ევროპულ ყოველწლიური ფორუმი, რომელშიც საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი მონაწილეობს. ფორუმზე ესწრებიან მაღალი რანგის თანამდებობის პირები, ფინანსთა მინისტრები, საერთაშორისო ინვესტორები, ბიზნესლიდერები, ცენტრალური ბანკის მმართველები და წამყვანი ეკონომიკური სექტორის სხვა წარმომადგენლები.
Euromany-ის ფარგლებში გამართული ფორუმი ტარდება მრგვალი მაგიდის ფორმატში და განიხილება სხვადასხვა რეგიონში გასული წლის ფინანსური და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები.
ბაინდურაშვილის მოხსენება ეხება საქართველოს რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური ზრდის ტენდენციებსა და ქვეყნის საერთაშორისო საინვესტიციო მიზიდულობას.